ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, კამარუ უსმანი
Aa
Aa

„UFC-მ ილია კონორთან უნდა აჩხუბოს“ - კამარუ უსმანი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი ილია თოფურიას მიერ საჩემპიონო ქამრის დაცვას გამოეხმაურა. როგორც უსმანმა თავის პოდკასტში საუბრისას განაცხადა, ახლა UFC-მ ილიას და კონორ მაკგრეგორის ჩხუბი უნდა უზრუნველყოს.

რა თქვა კამარუ უსმანმა:

„ჩემი აზრით, ილიამ დიეგო ლოპესთან, მოვსარ ევლოევთან ან ალექსანდერ ვოლკანოვსკითან უნდა იჩხუბოს. პირველ რიგში, ლოპესისკენ ვიხრები, იმიტომ რომ ის ახალი თაობის წარმომადგენელია, უარს არ ამბობს ბრძოლებზე - ახალ თაობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაამტკიცონ, რომ ისინი ახალი ვარსკვლავები არიან, როგორც ამას ახლა ილია თოფურია აკეთებს. ვიდრე თოფურია ქამრისთვის იჩხუბებდა, ბევრმა მის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. თუმცა, თუ UFC-ის სურს, ახლა ილია წარმოუდგენელ სიმაღლეზე ააღზევოს, კონორთან უნდა აჩხუბოს, რატომაც არა? ესპანეთში, სტადიონზე... ილია ახალი კონორი გახდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში „ელ მატადორმა“ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაამარცხა და გახდა პირველი მებრძოლი, ვინც „დალოცვილი“ დაანოკაუტა.

აქვე გეტყვით, რომ ილია თოფურიამ MMA-ში მოგებების რაოდენობა 16-მდე გაზარდა და კვლავ დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიას უფრო ტექნიკური დარტყმა აქვს“ - ყოფილი მებრძოლი საუკეთესოებზე
„თოფურიას უფრო ტექნიკური დარტყმა აქვს“ - ყოფილი მებრძოლი საუკეთესოებზე