გიორგი მამარდაშვილი, ოქროს ბურთი
Aa
Aa

„აქ მოხვედრაზე ყოველთვის ვოცნებობდი“ - მამარდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეუღლესთან, ელენე ეპიტაშვილთან ერთად მივიდა.

მამარდამ ცერემონიალზე მისვლის დროს კომენტარი France Football-ის წარმომადგენლებთან გააკეთა.

რა თქვა მამარდაშვილმა:

„ყოველთვის ვოცნებობდი, რომ აქ ერთხელ მაინც ვყოფილიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ. აქ მოხვედრა ყოველთვის რთულია, მეკარეს შთამბეჭდავი სეზონი უნდა ჰქონდეს, რომ ნომინანტთა შორის მოხვდეს და ეს ჯილდო მოიგოს. იმედი მაქვს, ამას ერთ დღეს შევძლებ. ახალგაზრდები, რომლებიც აქ მოვხვდით, ბევრი უნდა ვიმუშაოთ“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე არის ნომინირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები