დინამოს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა - ტორპედომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXX ტური „შენგელია არენაზე“ გამართული „ქართული კლასიკოთი“ დასრულდა. „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, მეტოქე 2:0 დაამარცხა და „დინამო თბილისის“ 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, რითაც სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ 82-ე წუთზე მოახერხეს - ლაშა შერგელაშვილის საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა მეკარე მიხეილ მაქაცარია კარიდან სრულიად არასაჭირო ვითარებაში გამოვიდა და მისი შეცდომა ნიკოლოზ სანდოხაძემ კარგად გამოიყენა. მაქაცარიასდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ „დინამომ“ მეორე გოლიც მისი შეცდომის შედეგად გაუშვა, როდესაც მას ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბიორნ იონსენმა ბომბარდირთა დავაში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა.
მომდევნო ტურში ქუთაისელები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „დილასთან“ ითამაშებენ, ხოლო „დინამო“ თბილისის დერბიში საკუთარ სტადიონზე გათამაშების ლიდერ „იბერიას“ დაუპირისპირდება.