გურამ გიორბელიძე
Aa
Aa

U23 ევროპის ჩემპიონატი | გიორბელიძე ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ძალოსანმა მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 1 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გიორბელიძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით დაძლია და 125, 129 და 132 კილოგრამების დაძლევით მესამე ადგილი დაიკავა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 3-დან 2 მისვლა გამოიყენა - 156 და 162 კილოგრამები, რაც საერთო ჩათვლაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო. ორჭიდის ჯამში კი 294 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე მეორე შედეგი იყო.

შედეგად, გიორბელიძემ ატაცში ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები