„ვთქვი და შევასრულე“ - თოფურიას მადლობა ფანებს
მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის დასრულების შემდეგ ილია თოფურია ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს ბუნებრივია შეხვდა და მათი ცნობისმოყვარეობა მაქსიმალურად დააკმაყოფილა. დღეს კი სოციალური ქსელისთვისაც მოიცალა და ერთ-ერთი გულშემატკივრის შეკითხვაზე, თუ რას გრძნობდა ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა.
რა თქვა თოფურიამ
ყველაზე მეტად ერთი რამ მიხარია - ვთქვი და შევასრულე. პირველი ის შევასრულე, რომ მაქსი ნოკაუტში ჩავაგდე, ხოლო მეორე ის, რომ ჩემს ანგარიშზე უკვე 16 გამარჯვება და არც ერთი მარცხია. ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ მოვიდოდა იმ საოცარი მხარდაჭერის გარეშე, რასაც ჩემი ერთგული გულშემატკივრებისგან ვგრძნობ.
სხვათა შორის, „ელ მატადორის“ შესახებ საკუთარი აზრი დანიელ კორმიემაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ასეთი ძალის დარტყმებით თავის დროზე კონორ მაკგრეგორიც კი არ გამოირჩეოდა და თოფურია თავისი საოცარი კრივის თვისებებით მას რაღაცით კარიერის პიკზე მყოფ გენადი გოლოვკინს ახსენებს.