გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ბომბარდირობა შეითავსა - ქოჩორაშვილს აქებენ

წლევანდელ სეზონში „ლევანტე“ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და ლა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, რაშიც უდიდესი წვლილი გიორგი ქოჩორაშვილს მიუძღვის. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება plazadeportiva-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც „გრანადასთან“ (1:2) მატჩის მეორე დღეს გამოქვეყნდა.

რას წერენ ქოჩორაშვილზე

კარლოს ალვარესისგან პასის მიღების შემდეგ ოსტატური დარტყმით აიღო ანდალუსიური კლუბის კარი. იქამდე კი მან თავი „ხიხონთან“ და „ალმერიასთანაც“ გამოიჩინა.

შედეგად მივიღეთ ასეთი სტატისტიკური ფაქტი - თუ ამ სეზონამდე ვალენსიური გუნდის რიგებში გამართულ 31 მატჩში გიორგის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი იყო, წელს უკვე სამი ბურთის გატანა მოასწრო და ლუის მორალესთან, კარლოს ალვარესთან, ივან რომეროსთან და ბრუგესთან ერთად კლუბის ერთ-ერთი ბომბარდირია.

სწორედ ქოჩორაშვილის აზრიანი თამაშია „ლევანტეს“ წლევანდელი კარგი ასპარეზობის საწინდარი და თუ მან ასევე განაგრძო, შესაძლოა მისი გუნდი მომდევნო სეზონში ელიტაში ვიხილოთ.

„ლევანტე“ „მირანდესთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ 8 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები 4 ნოემბერს, „პონტევედრას“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით, 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კრიტიკა ვერაფერს დააკლებს“ -  ქოჩორაშვილის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი
„კრიტიკა ვერაფერს დააკლებს“ -  ქოჩორაშვილის ყოფილი მწვრთნელის კომენტარი