კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„გარეკლამებული საშუალო დონის მწვრთნელი“ - მორგანმა კრიშტიანუ გაიხსენა

ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლებას ინგლისურ საფეხბურთო წრეებში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, უმრავლესობა ნიდერლანდელი სპეციალისტის „წითელ ეშმაკებში“ მუშაობას უარყოფითად აფასებს და მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი პირს მორგანი, რომელმაც სახელი „იუნაიტედიდან“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ამ უკანასკნელთან სკანდალური ინტერვიუს ჩაწერით გაითქვა.

რას ამბობს მორგანი

დრომ აჩვენა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ერიკ ტენ ჰაგის შეფასებისას ასი პროცენტით მართალი გახლდათ. წლების განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში ედგა ზედმეტად გარეკლამებული, უღიმღამო, საშუალო დონის სპეციალისტი, რომელიც ვერ გაუმკლავდა მსოფლიოს დონის ფეხბურთელებთან მუშაობას და პოსტი უსახელოდ დატოვა. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ამ კლუბის გულშემატკივრები მეცოდებიან, რომელთაც რამდენიმე სეზონი საყვარელი გუნდის შესრულებით საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთის ყურება უწევდათ.

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი „იუნაიტედს“ 2022 წლის 23 მაისიდან ხელმძღვანელობდა და მთავარ მწვრთნელად მისი მუშაობის პერიოდში „წითელმა ეშმაკებმა“ ყველა ტურნირზე გამართული 128 მატჩიდან 70 მოიგეს, 23 ფრედ დაასრულეს და 35 წააგეს. ტენ ჰაგმა გუნდს ერთხელ ინგლისის ასოციაციის, ერთხელ კი ქვეყნის ლიგის თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაკტომინეი ძალით გამაშვებინეს“ - ტენ ჰაგის აღიარება
„მაკტომინეი ძალით გამაშვებინეს“ - ტენ ჰაგის აღიარება