საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს მოუგიათ
ოქროს ბურთი ცნობილია, როგორც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ფეხბურთში და ის ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
პრიზი 1956 წელს გამოჩნდა და ის ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა.
წლების განმავლობაში, ჯილდო მხოლოდ ევროპის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემოდა და მხოლოდ 1996 წელს მიეცათ სხვა კონტინენტის წარმომადგენლებს გამარჯვების საშუალება, 2007 წლიდან კი ჯილდო ნამდვილად გლობალური გახდა.
90min-მა იმ საუკეთესო ფეხბურთელების სია შეადგინა, რომლებსაც ოქროს ბურთი არასდროს აუღიათ, თუმცა უდავოდ იმსახურებდნენ.
პელე
საუკეთესო შანსები: 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1970
პელე - ერთ-ერთია მცირე სიიდან, რომლებსაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. ბრაზილიელი გახდა ფეხბურთის პირველი მსოფლიო სუპერვარსკვლავი 17 წლის ასაკში, საკუთარი არაჩვეულებრივი თამაშის წყალობით, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
1999 წელს, ჟურნალმა France Football-მა პელეს „საუკუნის ფეხბურთელი“ უწოდა. რადგან მას ოქროს ბურთი არ მოუგია, გამოცემამ პელე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც 1995 წლამდე თამაშობდნენ, რეტროსპექტიულად აღიარა.
დიეგო მარადონა
საუკეთესო შანსები: 1986, 1987, 1989, 1990
პელეს მსგავსად, მარადონაც მიიჩნევა 1986 და 1990 წლების ღირსეულ გამარჯვებულად. მას ასევე შეეძლო გაემარჯვა 1987 და 1989 წლებში.
ფერენც პუშკაში
საუკეთესო შანსები: 1959, 1960, 1961, 1962
პუშკაში საუკეთესო ფორმაში ყოფნის პიკზე ჯერ კიდევ ოქროს ბურთის ერის დაწყებამდე იყო. ის უნგრეთის ოქროს თაობის თილისმა იყო და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.
ჩავი
საუკეთესო შანსები: 2009, 2010, 2011
ჩავის იყო ესპანეთის გული და 2000-იანი წლებიდან „ბარსელონას“ გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ მას ყოველთვის ლიონელ მესი ჩრდილავდა.
ანდრეს ინიესტა
საუკეთესო შანსები: 2010, 2011, 2012
ჩავის მსგავსად, ანდრეს ინიესტაც, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად დარჩება. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ინიესტას გამარჯვების გოლი მისი კარიერი კულმინაცია იყო, თუმცა მას ოქროს ბურთი არც ერთხელ არ მოუგია.
დევიდ ბექჰემი
საუკეთესო შანსები: 1999, 2001
1998/99 წლების სეზონზე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებაში ბექჰემს უდიდესი წვლილი ჰქონდა. 1999 წელს, ის ჯილდოს რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა.
ტიერი ანრი
საუკეთესო შანსები: 2003, 2004, 2005
ფრანგმა ფეხბურთელმა 2003 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე მეორე ადგილი დაიკავა.
რობერტ ლევანდოვსკი
საუკეთესო შანსები: 2020, 2021
შესაძლოა ოქროს ბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ აბსურდს წარმოადგენს ის, რომ ლევანდოვსკიმ 2020 წელს ეს ჯილდო ვერ მოიგო.
ჯანლუიჯი ბუფონი
საუკეთესო შანსები: 2003, 2006
1963 წელს, ლევ იაშინის შემდეგ, ოქროს ბურთი არც ერთ მეკარეს არ მოუგია, ახლა კი ამ პოზიციისთვის სპეციალური პრიზი არსებობს.
ბუფონი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ პრიზს ყველაზე მეტად მიუახლოვდა. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.
რობერტო კარლოსი
საუკეთესო შანსები: 2000, 2002
მცველის პოზიციაზე თამაშის ხელოვნება, რობერტო კარლოსმა თავისი კარიერის განმავლობაში, მთლიანად გადააფასა და ეს პოზიცია უფრო დიდ რამედ აქცია, ვიდრე აქამდე იყო.
მან ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტული, ლა ლიგა 4-ჯერ და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ოქროს ბურთი არც ერთხელ.
ეს პრესტიჟული ჯილდო არ მიუღიათ ასევე რომარიოს, ალან შირერს, უეინ რუნის, ზიკოს, ფრენკ ლამპარდს, სტივენ ჯერარდს, ფრანჩესკო ტოტისა და ნეიმარს.