პალმეირასი, კრუზეირო
Aa
Aa

ფანების შეტაკება ბრაზილიაში - 1 დაღუპული, 17 დაჭრილი

ბრაზილიაში „პალმეირასისა“ და „კრუზეიროს“ ფანების დაპირისპირება სერიოზულ არეულობასთან ერთად, მსხვერპლით დასრულდა. „მწვანე ყვავების“ გულშემატკივრები იმ ავტობუსს, სადაც „კრუზეიროს“ ქომაგები იმყოფებოდნენ, ჩაუსაფრდნენ და მათ შორის სერიოზულ ფიზიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა და მიმავალ ავტობუსს „პალმეირასის“ ქომაგებმა ცეცხლი წაუკიდეს, რაც ერთი ადამიანის დაღუპვითა და ჩვიდმეტის დაშავებით დამთავრდა. დაღუპვის მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ამ პიროვნებამ სხვებისგან განსხვავებით, ცეცხმოკიდებული ავტობუსიდან ჩამოსვლა ვერ მოასწრო.

მომხდართან დაკავშირებით სან-პაულუს პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო და ისინი დასკვნას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოების გაშიფვრის შემდეგ დადებენ. თუმცა, როგორც ირკვევა ინციდენტში მინიმუმ 150 ადამიანი მონაწილეობდა. ვარაუდობენ, რომ „პალმეირასის“ ფანების საქციელი შურისძიებით იყო ნაკარნახები, რადგან 2022 წლის სექტემბერში ამ კლუბის 4 გულშემატკივარი „კრუზეიროს“ ქომაგებთან დაპირისპირებისას მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა ქუჩებში და გადამწვარი ქალაქი - სანტოსის გავარდნას ფანების პროტესტი მოჰყვა
არეულობა ქუჩებში და გადამწვარი ქალაქი - სანტოსის გავარდნას ფანების პროტესტი მოჰყვა