ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტენ ჰაგი დაითხოვა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კლუბი ავრცელებს.

„ერიკი ამ პოსტზე 2022 წლის აპრილში დაინიშნა და კლუბს 2 ტიტული მოუტანა -2023 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო და 2024 წელს ინგლისის ასოციაციის თასი.

მადლობას ვუხდით ერიკს ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში გააკეთა და ყველაფერ კარგს ვუსურვებთ მომავალში.

კლუბის დროებითი მწვრთნელად რუუდ ვან ნისტელროი დაინიშნა“, - აღნიშნულია „წითელი ეშმაკების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

9 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს. გუნდს 11 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
35 წელია მსგავსი არ მომხდარა - მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი
35 წელია მსგავსი არ მომხდარა - მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი