ხამზატ ჩიმაევი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

ჩიმაევი: უიტეკერთან ჩხუბი არ მინდოდა

რუსმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა რობერტ უიტეკერზე ილაპარაკა, რომელიც მან UFC308-ზე დაამარცხა.

როგორც ჩიმაევმა აღიარა, მას ავსტრალიელ მეტოქესთან ბრძოლა არ უნდოდა.

„მე არ მინდოდა რობერტთან ჩხუბი, მაგრამ ეს ბრძოლა მომცეს. საერთოდ, მე ის ისეთ ბიჭებთან ჩხუბი მიყვარს, რომლებსაც არ მოვწონვარ. ეს უფრო მშიერსა და მოტივირებულს მხდის, რომ მეტოქე დავამარცხო. რობი კი ის ბიჭია, რომელსაც ვედრებოდი - მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. როდესაც მე კარიერას ვიწყებდი, ის ჩემპიონი იყო. მადლობა მას, რომ უკეთესი გამხადა“, თქვა ჩიმაევმა UFC-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა მებრძოლმა რობერტ უიტეკერი პირველივე რაუნდში დაამარცხა. ჩიმაევს 14 ბრძოლიდან 14-ვე მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიამ ყველა სიტყვა შეასრულა - პორიეს ქართველთან ბრძოლა სურს
ილიამ ყველა სიტყვა შეასრულა - პორიეს ქართველთან ბრძოლა სურს