ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ჯუღელი მილანშია | რას წერს ნეაპოლური მედია

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი იტალიურ მედიაში კვლავინდებურად აქტუალური თემაა.

„ნაპოლი“ და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები შეთანხმების მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

როგორც ნეაპოლური გამოცემა Il Mattino წერს, ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი მილანში იმყოფება, სადაც ხვალ „ნაპოლის“ მორიგი მატჩი გაიმართება.

„მამუკა ჯუღელი უკვე რამდენიმე დღეა მილანში იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ კონტრაქტის განახლებაზე მან „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართოს“, - წერს Il Mattino.

ცნობისთვის, მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო + ბონუსები შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა ცვლილებაზე შევიდა - ნაპოლიმ ლეჩეს მოუგო
ხვიჩა ცვლილებაზე შევიდა - ნაპოლიმ ლეჩეს მოუგო