„ეს ხუმრობა არ არის“ - ტოტი კარიერის განახლებაზე
„რომას“ ყოფილი კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ საფეხბურთო კარიერის განახლებას შეძლებს.
48 წლის იტალიელის თქმით, მან სერია A-ში დაბრუნების პერსპექტივა სერიოზულად მიიღო და ეს ხუმრობა არ არის.
ტოტიმ, რომელსაც ბოლო სეზონი 2017 წელს ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 2-3 თვე ვარჯიშის შემდეგ, ის მოედანზე დასაბრუნებლად მზად იქნება.
მან მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კარიერის განახლებაზე სერიოზულად ფიქრობს.
„რამდენიმე გუნდი უკვე დამიკავშირდა. ახლა ვნახოთ, რას მეტყვის გონება და სხეული, თუმცა პირველ რიგში, რა რეაქცია ექნება ჩემს სხეულს“, - თქვა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი „ჯალოროსიში“ 1992 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანჩესკომ „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 785-ჯერ მოირგო, 307 გოლი გაიტანა და 185 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, ტოტიმ „რომასთან“ ერთად 2001 წელს სერია A მოიგო. 2006/2007 და 2007/2008 წლებში ფრანჩესკო კოპა იტალიის გამარჯვებულიც გახდა. იტალიის სუპერ თასი კი 2001 და 2008 წელს მოიგო.