ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორის ფსონი - UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა 500 000$ წააგო

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა მაქს ჰოლოუეისა და რობერტ უიტეკერის მოგებაზე 500 000 დოლარი დადო და წააგო. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ირლანდიელმა მებრძოლმა UFC 308-ის დაწყებამდე სოციალურ ქსელში საკუთარ პროგნოზზე ილაპარაკა, რომელიც არ გამართლდა.

მაქს ჰოლოუეი და რობერტ უიტეკერი ნოკაუტით გაიმარჯვებენ. მაქსი ბრძოლის პირველ ნაწილში, რობერტი კი მეორე ნაწილში. ნახევარ მილიონ დოლარს ვდებ“, - თქვა მაკგრეგორმა.

საბოლოოდ, თოფურიამ ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა, ხამზატ ჩიმაევმა კი უიტეკერი პირველ რაუნდში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაკგრეგორის პირველი წაგება არ არის. 1 კვირის წინ მან ფსონი რენან ფერეირას მოგებაზე დადო, რომელიც ასევე დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ MMA-ში გამართული 16-ვე ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიამ ყველა სიტყვა შეასრულა - პორიეს ქართველთან ბრძოლა სურს
ილიამ ყველა სიტყვა შეასრულა - პორიეს ქართველთან ბრძოლა სურს