ლევან შენგელია
Aa
Aa

პაოკ-თან ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შენგელიას კარგი თამაში და სენსაციური გამარჯვება

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-9 ტურში პაოკ-ი შინ ოფი-სთან 1:2 დამარცხდა. ტრაიანოას დელასის გაწვრთნილმა გუნდმა სენსაციურად გაიმარჯვა, 9 ტურის შემდეგ შენგელიას გუნდი 14 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიდერ „არისს'' მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ლევან შენგელიამ სტუმართა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მისი თამაშიდან ორი მომენტია გამოსარჩევი, ერთხელ როცა შეტევა გაამწვავა და თანაგუნდელს მეტოქის საჯარიმოში პასი მისცა. ასევე, მეორე გოლისას შენგელიამ სტანდარტული დარტყმა შეასრულა, მეკარემ არადამაჯერებლად იმოქმედა და ედი სალსედომ დამატებაზე გამარჯვების გოლი შეაგდო.

Sofascore-მა ოფი-ს ფეხბურთელთაგან სალსედოს შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება შენგელიას დაუწერა. მარჯვენა გარემარბმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მარცხენა „ვინგბექია’’, 23-დან 19 პასი ზუსტად შეასრულა, მის აქტივი 5 საკვანძო გადაცემაა. კარისკენ ერთხელ დაარტყა და ზუსტად. მინდორზე 3-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო. მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო.

 

ასევე გეტყვით, რომ მატჩის დღეს ლევანი იუბილარი იყო, 29 წლის გახდა.

View this post on Instagram

A post shared by OFI Crete F.C. (@oficretefc)

ამ სეზონში შენგელიამ საბერძნეთის სუპერ ლიგის 7 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ჩატარებული 7 მატჩიდან ყველა სასტარტოში დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. მოკლედ, მთავარი მწვრთნელი ტრაიანოს დელასი ენდობა და ფეხბურთელი კარგ ფორმაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები