„ვოლკი თუ ვერ შეძლებს, მე ვცემ“ - პიმბლეტი თოფურიაზე
ინგლისელი მებრძოლი პედი პიმბლეტი ილია თოფურიას გაკრიტიკებასა და ქართველი ჩემპიონის წარმატებების დაკნინებას განაგრძობს. მაშინ, როდესაც UFC-ის მებრძოლების უმეტესობა „ელ მატადორს“ ამ ორგანიზაციის წლის საუკეთესო სპორტსმენად მიიჩნევს, პიმბლეტმა ილია კიდევ ერთხელ გამოიწვია.
რა თქვა პიმბლეტმა
არ შემიძლია მოცდა იქამდე, როდის დაბრუნდება თოფურია მსუბუქ წონით კატეგორიაში. ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომ მისი დამარცხება ნებისმიერ დროს შემიძლია. სულ მალე ალექსანდრ ვოლკანოვსკი მას რემატჩში გაანადგურებს და თუ ვოლკის ეს ამჯერადაც არ გამოუვიდა, მე თოფურიას დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს დაძაბული ურთიერთობა აქვთ და რამდენიმე თვის წინ ლონდონში ყოფნისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ივლისში ინგლისელმა UFC 304-ზე ბობი გრინთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოთქვა „ელ მატადორთან“ დაპირისპირების სურვილი. თუმცა, სურვილი ერთია, რეალობა კი მეორე. რეალობა, რომლის მიხედვითაც ილია სულ სხვა კალიბრის მებრძოლია და პიმბლეტის დონის მეტოქესთან ჩხუბისთვის დრო აღარ აქვს.