გიორგი მამარდაშვილი, ენცო ბარენეჩეა
Aa
Aa

„ქულა გიორგის წყალობით ავიღეთ“ - ვალენსიას ფეხბურთელი მამარდას სეივებზე

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ბრწყინვალე ორმაგი სეივით „ვალენსია“ აშკარა გოლისგან და შესაბამისად, მარცხისგანაც იხსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ღამურების“ სასარგებლოდ ერთადერთი გოლის ავტორმა, ენცო ბარენეჩეამ DAZN-თან კომენტარი გააკეთა ქართველ მეკარეზეც ისაუბრა.

რა თქვა ბარენეჩეამ:

„ფრე გოლის შემდეგ? სიმართლე რომ გითხრათ, ამ გოლის შემდეგ გუნდმა დიდი კოლექტიური ტესტი გაიარა. დაცვაში კარგი სამუშაო გავწიეთ. როგორი ატმოსფეროა გასახდელში? ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს, ამ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობთ. დღეს მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება, მაგრამ სახლში ერთი ქულით ვბრუნდებით. მამარდაშვილის სეივები? სიმართლე ისაა, რომ დიახ, ამ 1 ქულის აღება სწორედ გიორგის კარგი თამაშის წყალობით შევძელით“.

მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა 17 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 3 შეხვედრაში შეინახა. მისი გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი კოპა დელ რეიზე, 31 ოქტომბერს, „პარლას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები