ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„აქ გამარჯვება ყოველთვის გვიჭირდა“ - კიტეიშვილი ლასკთან მოგებაზე

სტუმრად „ლასკის“ დამარცხებას „შტურმი“ ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ ახერხებდა და ეს უსიამოვნო სერია გრაცელებმა დღეს დაასრულეს. 28 წლის ქართველი ნახევარმცველი ამჯერადაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და პირველ ტაიმში თანაგუნდელები თავური დარტყმით დააწინაურა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, „შტურმის“ ქართველმა ლიდერმა და კაპიტანმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს მოკლე კომენტარი მისცა.

რა თქვა კიტეიშვილმა

ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. მაქსიმალურად ვცდილობდით იმ უპირატესობის შენარჩუნებას, რაც შესვენებამდე მოვიპოვეთ. მეტოქე მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის პრესინგის დაწესებას, თუმცა კარგი თავდაცვის ხარჯზე ყველა სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოვახერხეთ. იმ ცუდი სერიიდან გამომდინარე, რაც გვქონდა ამ სტადიონზე, ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო.

თერთმეტი ტურის შემდეგ 25 ქულით „შტურმი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ ვენის „რაპიდს“ 3 ქულით უსწრებს. კიტეიშვილის ანგარიშზე კი უკვე 6 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის აღიარება | ოთარი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
კიტეიშვილის აღიარება | ოთარი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს