გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის პასუხი კრიტიკოსებს - 10-მატჩიანი უიღბლობა დასრულდა

„ლიონი“ – „ოსერის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად გიორგი მიქაუტაძე დასახელდა, რომელმაც პირველ ტაიმში გატანილი სადებიუტო გოლი არ იკმარა და შესვენების შემდეგ ლამაზი თავური დარტყმით დუბლი შეასრულა. ბუნებრივია, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირის წარმატებული ასპარეზობა როგორც ფრანგული, ასევე მთლიანად ევროპული პრესის მთავარი სალაპარაკო თემა იყო და ქართველი ფორვარდი ყველაზე დადებითად Goal.com-ის ვებ-გვერდზე იყო დახასიათებული.

რას წერენ მიქაუტაძეზე

ლიონი დამაჯერებელი თამაშით ვერ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ მის რიგებში ბრწყინავდა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მთავარი მწვრთნელის მიერ გამოცხადებული ნდობა ამჯერად ასი პროცენტით გამოიყენა და კრიტიკოსებს სათანადო პასუხი გასცა.

ქართველი ფორვარდი, რომელიც ძირითადში ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად მოხვდა, „ოსერის“ მცველებისთვის დიდი თავისტკივილი იყო და 10 მატჩში მოედანზე გატარებული 407-წუთიანი უგოლო სერიის შემდეგ, თავი ერთაბაშად ორი ბურთით გამოიჩინა.

გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშებაში 2 გოლთან ერთად, 1 საგოლე პასიც არის. მომდევნო ტურში კი, ის მისი თანაგუნდელები პარასკევს, 1 ნოემბერს, სტუმრად „ლილს“ შეხვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე არ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც...“ - რას წერს ფრანგული მედია
„მიქაუტაძე არ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც...“ - რას წერს ფრანგული მედია