ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას ამბავი სასწრაფოდ გასარკვევია – La Repubblica-ს სტატია ნაპოლიზე

იტალიის სერია A-ს IX ტურში „ნაპოლიმ“ გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლეჩე“ (1:0) მინიმალური სხვაობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. მოპოვებული სამი ქულის მიუხედავად, ანტონიო კონტეს მომზადებული გუნდის ასპარეზობა, არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, არც ერთი იტალიურ გამოცემას დადებითად არ გამოურჩევია. La Repubblica-მ კი ცუდი თამაშის მიზეზებზე ვრცელი სტატია დაწერა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თემაც იყო განხილული.

რას წერენ ნაპოლიზე

რომელუ ლუკაკუ ისევ ამოვარდნილი ჩანდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი მისი თანაგუნდელები კი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდნენ. კონტეს ცვლილებების შემდეგ, მასპინძლების შეტევები კიდევ უფრო სახიფათო გახდა და სათანადო შედეგიც მოიტანა.

როდესაც გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის, მინიმალური დეტალებიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ, სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თემა, რადგან გაურკვევლობა როგორც ფეხბურთელზე, ასევე გუნდზე უარყოფითად მოქმედებს.

მომდევნო ტურში ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები „სან სიროზე“ „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშებენ და მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის“ ყოფილი სკაუტი: „კვარა და კიმი ერთად აღმოვაჩინეთ“
„ნაპოლის“ ყოფილი სკაუტი: „კვარა და კიმი ერთად აღმოვაჩინეთ“