ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

შავდათუაშვილის მასტერკლასი უკრაინელ ძიუდოისტებს

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი უკრაინის ქალაქ დნეპრში ჩავიდა, სადაც ძიუდოისტთა ადგილობრივი სპორტული კლუბის აღსაზრდელებს შეხვდა და მათ მასტერ-კლასი ჩაუტარა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ღონისძიებაზე უკრაინის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, მიხაილ კოშლიაკის მიწვევით იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლაშას არამხოლოდ როგორც დიდ სპორტსმენს, არამედ როგორც ადამიანს აფასებს და მისი მიწვევაც ამიტომ გადაწყვიტა.

კოშლიაკის განცხადებით, შავდათუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს, რომელიც მისი ახლო მეგობარია, ჯერ კიდევ პარიზის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას შეუთანხმდა. უკრაინაში მყოფმა შავდათუაშვილმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

რა თქვა შავდათუაშვილმა

აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. შევხვდი ძალიან ბევრ ბავშვს და მათ თვალებში ბედნიერება დავინახე, რის გამოც მოხარული გახლავართ. აქაური ძიუდოს სკოლის აღსაზრდელებს ძიუდოს რამდენიმე ტექნიკური საიდუმლო ავუხსენი და საკუთარი გამოცდილება გავუზიარე, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ.

შავდათუაშვილი, რომელიც უნიკალური სპორტსმენია იმის გამო, რომ სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, უკრაინაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება და ანალოგიურ მასტერ-კლასებს კიევსა და ლვოვშიც ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასაკობრივი ცენზის გამო - ნუცუბიძემ კარიერა დაასრულა
ასაკობრივი ცენზის გამო - ნუცუბიძემ კარიერა დაასრულა