კარლო ანჩელოტი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„სამარცხვინოდ მოიქცა“ - ანჩელოტი ფლიკის ასისტენტზე

„რეალი“ – „ბარსელონას“ (0:4) მატჩის 84-ე წუთზე, როდესაც რაფინიამ მასპინძლების კარში მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ტექნიკურ ზონაში სერიოზული კონფლიქტი მოხდა. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ღიად გამოთქვა უკმაყოფილება „ბლაუგრანას“ რამდენიმე ფეხბურთელისა და ჰანსი ფლიკის ასისტენტის მარკუს ზორგის საქციელის გამო, რომელთაც მისი აზრით გოლი სამარცხვინოდ აღნიშნეს.

სიტუაციაში ფლიკი მალევე გაერკვა, ზორგი დაამშვიდა და ანჩელოტის მოუბოდიშა, რაც მადრიდული კლუბის იტალიელმა დამრიგებელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა და დაამატა, რომ ამ სიტუაციაში ფლიკის საქციელი ყველაზე ჯენტლმენური იყო. რაც შეეხება „ბარსას“ გერმანელ თავკაცს, ფლიკმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტების გარჩევისთვის და ყურადღების მიქცევისთვის ისინი უკვე საკმარისზე მეტად ზრდასრული ადამიანები არიან.

შეგახსენებთ, რომ ზორგი ყურადღების ცენტრში ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა - „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის თამაშის დასრულების შემდეგ ფლიკის თანაშემწე სიტყვიერად „რეკორდმაისტერის“ სათადარიგო მეკარეს, სვენ ულრაიხს დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფლიქტი ფლიკის ასისტენტთან - ულრაიხს სასჯელი ემუქრება
კონფლიქტი ფლიკის ასისტენტთან - ულრაიხს სასჯელი ემუქრება