გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგაში? - უოტფორდი მზადაა 20 მილიონად გაყიდოს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ვულვზის’’ ნომერ პირველი სამიზნე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება. გარი ო’ნილის გუნდს შეტევის გაძლიერება სურს და იანვარში პრემიერ ლიგის აუტსაიდერი ქართველი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას The Sun-ის ჟურნალისტი ალან ნიქსონი ავრცელებს.

პრემიერ ლიგაში „ვულვზი'' მე-19 ადგილზეა, 9 ტურში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა, გამარჯვება არ მოუპოვებია და 9-დან 7 შეხვედრა დათმო.

გასულ ზამთარში „უოტფორდმა'' ჩაკვეტაძე „გენტისგან'' 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გამოისყიდა, ახლა კი ინგლისურ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 12-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ხუთ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ორ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.

გიორგი ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან'' კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები