საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ეფექტური ვარდნა და დამაჯერებელი თამაში - გოგლიჩიძე კვლავ სასტარტოში იყო

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „პარმა" – „ემპოლი" 1:1 დასრულდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე სერია A-ს ზედიზედ მე-7 შეხვედრაში სასტარტო დააყენა. 20 წლის ქართველი მცველი კვლავ დამაჯერებელი იყო, შეუცვლელად ითამაშა.

Sofascore-ს მონაცემების მიხედვით, საბამ 39-დან 34 პასი ზუსტად შეასრულა, მინდორზე 6-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო. ერთი ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება, როცა საბა ანჟ-იოან ბონის ბურთი ეფექტური ვარდნით აართვა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ამპლუით მცველს, საბა გოგლიჩიძეს ყვითელი ბარათი არ მიუღია, ჯარიმის ზღვარზე ძალიან კარგად თამაშობს, ეს მისი ერთ-ერთი პლუსია.


9 ტურში „ემპოლიმ'' 11 ქულა მოიპოვა: 2 გამარჯვება, 5 ფრე, 2 მარცხი. მე-10 ტურში „ემპოლი'' „ინტერს'' მიიღებს (30 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები