ილია თოფურია, დასტინ პორიე
Aa
Aa

ილიამ ყველა სიტყვა შეასრულა - პორიეს ქართველთან ბრძოლა სურს

UFC 308-ზე, აბუ-დაბიში, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი წარმატებით დაიცვა, მაქს ჰოლოუეი გათიშა!

ილიას გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ლეგენდარულმა დასტინ პორიემ თოფურიაზე ისაუბრა: „თოფურია შესანიშნავი მებრძოლია, დიდი ძალა აქვს, ბრწყინვალე ტექნიკა, ყველა დარტყმას ატარებს, მაგრამ არ მეგონა თუ ილია მოიგებდა.

დაინახეთ, ილია გამარჯვების შემდეგ ოქტაგონის კუთხეში ვარდით ხელში რომ იდგა? ილია რასაც ამბობდა, ყველა სიტყვა შეასრულა. ის ყვავილებს იმსახურებს. პირველია, ვინც ჰოლოუეი დაანოკაუტა’’.

პორიემ X-ში დაწერა, რომ ილიასთან ან ვოლკანოვსკისთან ბრძოლა სურს.

ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში. აღსანიშნავია რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები