ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

მასთან ესპანეთში ბრძოლაზე თანახმა ვარ - ვოლკანოვსკიმ ილიაზე ისაუბრა

UFC 308-ზე, აბუ-დაბიში, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი წარმატებით დაიცვა, მაქს ჰოლოუეი გათიშა!

პრესკონფერენციაზე ილიამ განაცხადა, რომ მასთან ბრძოლა ახლა ყველაზე მეტად ვოლკანოვსკის ეკუთვნის.

„ჩემთვის უცნაური იყო, თუ რატომ უნდა დაუფლებოდა მაქსი BMF-ის ქამარს, მაგრამ არ მანაღვლებს, ის ახლა ჩემთან არის და სახლში წავიღებ. მე ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ახლა ყველაზე მეტად ვოლკანოვსკის ეკუთვნის, ახლა ლოდინი მას მოუწევს. ის ლეგენდარული მებრძოლია’’.

ამ თემაზე ვოლკანოვსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე სიდნეიში ბრძოლა მსურს, თუმცა მადრიდზეც თანახმა ვარ. იმედია, დიდხანს ლოდინი არ მომიწევს. ილია ესპანეთში ბრძოლას იმსახურებს’’.

შეგახსენებთ, ილიამ ჰოლოუეი გათიშა. ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ილიას მსგავსად ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში.

აღსანიშნავია რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს.

ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები