2 ქულა, 1 პასი, 1 მოხსნა - ბითაძე მემფისთან 5 წუთი ათამაშეს
NBA-ში „მემფის გრიზლისმა’’ შინ „ორლანდო მეჯიქს’’ 124:111 მოუგო.
სტუმართა შემადგენლობაში გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ჯამალ მოსლიმ 5:05 წუთი ათამაშა. მის აქტივში 2 ქულა, 1 პასი და 1 მოხსნაა.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძის თანაგუნდელი, გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, მას 1 ქულით ჩამორჩა „მემფისის'' მოთამაშე სანტი ალდამა.
„სან ანტონიო სპურსმა’’ შინ „ჰიუსტონს’’ 109:106 მოუგო. გამარჯვებულთა შორის სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია, გრეგ პოპოვიჩმა სკამზე დატოვა.
მომდევნო შეხვედრაში „სან ანტონიო’’ კვლავ „ჰიუსტონს’’ მიიღებს, ხოლო გოგა ბითაძის „ორლანდო’’ „ინდიანა პეისერს’’ დაუპირისპირდება.