ამიტომ არის MMA მსოფლიოში ყველაზე გიჟური სპორტი - ჰოლოუეი თოფურიასთან მარცხზე
UFC 308-ზე, აბუ-დაბიში, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი წარმატებით დაიცვა, მაქს ჰოლოუეი გათიშა!
ილიამ აქტიურად დაიწყო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა. პირველ რაუნდში ქართველი უფრო მეტად აქტიურობდა. მეორე რაუნდში თანაბარი ბრძოლა იყო, მესამე რაუნდში კი ილიამ ჰოლოუეი დაანოკაუტა, ტანში ძალიან მაგრად ურტყა და საბოლოოდ გათიშა !
მაქს ჰოლუეიმ X-ში დაწერა:
„ხან დასამახსოვრებელ მომენტებს ქმნი, ზოგჯერ კი თავად შენ ხარ დასამახსოვრებელი მომენტი. ამიტომ არის MMA მსოფლიოში ყველაზე გიჟური სპორტი. ვულოცავ „ელ მატადორს’’.
ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს ვეტყვი, რომ კარგად ვარ. „Blessed Express’’ არ ჩერდება, ახალი დანიშნულების ადგილისკენ მივდივართ, ბილეთები აიღეთ და აღფრთოვანდით. მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის’’.
ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა.
შეგახსენებთ, ილიას მსგავსად ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში. აღსანიშნავია რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.