ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

ლამელას რთული დარტყმები აუღო - გუგეშაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-9 ტურში „პანსერაიკოსმა’’ შინ ათენის აეკ-ს 1:0 მოუგო, რაც ცხადია სენსაციად შეფასდა. „პანსერაიკოსმა'' ანგარიში 23-ე წუთზე გახსნა, 27-ე წუთზე „პანსერაიკოსის'' ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს და მატჩის ბოლომდე აეკ-ი რიცხვობრივ უპირატესობაში იყო, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გახდა. მის აქტივში ხუთი „სეივია’’, რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, მათ შორის ორი საკმაოდ სახიფათო დარტყმა ერიკ ლამელას აუღო, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და „ტოტენჰემის'' ყოფილ ფეხბურთელს.

ამ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მეკარემ საბერძნეთის ჩემპიონატის ყველა ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძალიან დამაჯერებელია.

9 ტურში „პანსერაიკოსმა’’ 10 ქულა დააგროვა, 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. შემდეგ ტურში ლუკას გუნდი პირეოსის „ოლიმპიაკოსს’’ დაუპირისპირდება (2 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები