ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ილიამ დღეს მაჯობა“ - ჰოლოუეი

აბუ-დაბიში, UFC 308-ს ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის ჩხუბში განცდილი მარცხის შემდეგ მაქს ჰოლოუეიმ პირველი კომენტარი გააკეთა. 

რა თქვა მაქსმა:

„ილიამ ვერაფრით გამაკვირვა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ იმაზე ძლიერად დამარტყა, ვიდრე ვიფიქრებდი. ქედს ვიხრი. არანაირ გამართლებას არ ვეძებ, საჩხუბრად გავედი ოქტაგონში, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ მან დღეს მაჯობა. კარგად ვიყავი მომზადებული, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, არანაირი ტრავმები... დავბრუნდები. მეგობარო, იმედია, მალე ისევ შევხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში UFC 308-ზე გამართულ სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის ჰოლოუეის კარიერაში ეს ნოკაუტით პირველი მარცხი იყო. ილიამ MMA-ში გამართული 16-ვე ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც ერთ ლეგენდას ამარცხებ, მეორეს, მესამეს, საბოლოოდ, შენც ლეგენდა ხდები“ - დენა ილიაზე
„როდესაც ერთ ლეგენდას ამარცხებ, მეორეს, მესამეს, საბოლოოდ, შენც ლეგენდა ხდები“ - დენა ილიაზე