ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„საქმეები კარგად მიდის...“ - ჰანსი ფლიკი ელ კლასიკოში გამარჯვებაზე

ლა ლიგის მე-11 ტურში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ ელ კლასიკოში მადრიდის „რეალთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ „ბარსელონას“ გერმანელმა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა „ბლაუგრანას“ ფეხბურთელები შეაქო და დაცვაში გუნდის მიერ გაწეულ სამუშაოს გაუსვა ხაზი.

რა თქვა ჰანსი ფლიკმა:

„საქმეები კარგად მიდის. დღეს იოლი მატჩი არ ყოფილა, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით. ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ თამაში. გზა მხოლოდ ახლა დაიწყო. არის თუ არა ეს ყველაზე ბედნიერი კვირა ჩემთვის? ძალიან მომწონს ბარსელონაში მუშაობა და ცხოვრება, ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ და გუნდით ძალიან ვამაყობ.

დღეს 100%-ით დავიხარჯეთ და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, როგორი მატჩი ჰქონდა ინიაკი პენიას. „ბერნაბეუდან“ მშრალად შენახული კარით მივდივართ.

ყველა ფეხბურთელი სათამაშო გეგმის მიხედვით მოქმედებს და ეს ძალიან მომწონს. გულშემატკივრებმა ეს დაიმსახურეს. კლუბს, ფეხბურთელებსა და ფანებს შორის საოცარი კავშირი არსებობს.

საკვანძო ფაქტორი დაცვის ხაზი იყო, ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, ისევე როგორც პრესინგზე. როდესაც აქ მუშაობა დავიწყე, გვსურდა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფეხბურთელები საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენდნენ. ეს მენტალიტეტი უბრალოდ ბრწყინვალეა. ახლა შეგვიძლია, გამარჯვება ვიზეიმოთ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ რეალს 6 ქულით გაუსწრო და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. აქვე გეტყვით, დღევანდელ მატჩამდე, ბოლო 3 დაპირისპირება სამეფო კლუბს ჰქონდა მოგებული.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული გრანდი არ წააგებდა, ლა ლიგის წაუგებელი მატჩების რაოდენობით რეკორდს გაიმეორებდა - საქმე წაუგებელ სერიას ეხება. „რეალს“ ზედიზედ 42 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. რეკორდი კი (43) ბლაუგრანას ეკუთვნის, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი საუკეთესოა, მას მარტო მე ვერ შევაჩერებ“ - კუნდე ვინისიუსზე
„ერთ-ერთი საუკეთესოა, მას მარტო მე ვერ შევაჩერებ“ - კუნდე ვინისიუსზე