ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: “ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი! მე ეს ვთქვი და გავაკეთე“

UFC 308-ზე, აბუ-დაბიში, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქამარი წარმატებით დაიცვა, მაქს ჰოლოუეი გათიშა! ბრძოლის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ქართველი მებრძოლი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

თოფურია:

„მოგესალმებით ყველას. ჩემი დღევანდელი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემთვის არა. ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდი. მე ეს ვთქვი და გავაკეთე! ჩემთვის სიურპრიზი მხოლოდ ერთი რამ იყო. მაქსს ეგონა, რომ ოქტაგონის გარშემო ვირბენდი და მას გავექცეოდი. მატადორი არასდროს გარბის!

ჩემთვის უცნაური იყო, თუ რატომ უნდა დაუფლებოდა მაქსი BMF-ის ქამარს, მაგრამ არ მანაღვლებს, ის ახლა ჩემთან არის და სახლში წავიღებ. მე ახალი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ახლა ყველაზე მეტად ვოლკანოვსკის ეკუთვნის. ის ლეგენდარული მებრძოლია.

ახლა ცოტა ხნით შესვენება მჭირდება და ვნახოთ რა მოხდება ჩემს დივიზიონში. საბოლოო ჯამში, არ მაინტერესებს ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. UFC-იმ დრო, ადგილი და მეტოქე დაასახელოს. მე მზად ვიქნები! არსად მეჩქარება. 27 წლის გახლავართ და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ!!

სერხიო რამოსთან ერთად ზეიმი ჯერ არ დასრულებულა. პრესკონფერენციის შემდეგ, აუცილებლად უფრო უკეთესად გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მაქსისგან სტრაიკინგის მცდელობებს ველოდი და ვიცოდი მარტივად არაფერი გამომივიდოდა, რადგან ის დიდებული მებრძოლია. ოქტაგონზე საოცრად მომთმენია, მაგრამ ვიცოდი როგორ უნდა დამემარცხებინა.“

ერთ-ერთი კითხვა რუსმა ჟურნალისტმა დასვა, რომელსაც თოფურიამ უპასუხა:

„ეს ვინ მოიყვანა აქ? ვინ ხარ ბიჭო შენ? ქართულად გადაუთარგმნეთ რამე. შენ შეგიძლია ადგე, ოთახი დატოვო და შენით წახვიდე.“

შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, როცა UFC-ში ქართველმა ქამარი დაიცვა. ცნობისთვის, ილიას მსგავსად ქამრის მოქმედი მფლობელი მერაბ დვალიშვილია, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში. აღსანიშნავია რომ ჰოლოუეიმ კარიერაში 34-ე ბრძოლა გამართა და პირველად დაანოკაუტეს. ილიამ MMA-ში 16-დან 16-ვე შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წლის საუკეთესო მებრძოლი თოფურიაა“ - ცნობილი სპორტსმენები ილიას გამარჯვებაზე
„წლის საუკეთესო მებრძოლი თოფურიაა“ - ცნობილი სპორტსმენები ილიას გამარჯვებაზე