ანჩელოტი: “ანგარიში მატჩში მომხდარს არ ასახავს“
ლა ლიგის მორიგ ტურში ელ კლასიკო გაიმართა. გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს, რომელიც ბარსელონამ 4:0 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„გოლების გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ სიზუსტე დაგვაკლდა. მეორე გოლის შემდეგ, მთლიანი ენერგია გაქრა. კონტრ-შეტევებზე დიდი ზიანი მივიღეთ. ბოლო 30 წუთი უნდა დავივიწყოთ. ეს მარცხი ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და შეცდომები გავაანალიზოთ. ბოლოს დერბიში დავმარცხდით და იმის შემდეგ, დღევანდელ დღემდე, დიდებული პერიოდი გამოვიარეთ.
მბაპეს სისწრაფე უპირატესობაში ვერ გარდავსახეთ, რადგან გამუდმებით თამაშგარე მდგომარეობა ფიქსირდებოდა. ბარსელონას სათადარიგოთა სკამზე პრობლემა ფლიკის ასისტენტი იყო, რომელიც ჯენტლმენივით არ იქცეოდა და გოლს ჩვენს სათადარიგოთა სკამთან აღნიშნავდა.
ანგარიში მატჩში მომხდარს არ ასახავს. ბარსელონა ლა ლიგის ლიდერია, მაგრამ აქამდე ლიდერობის ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდა. კონკურენცია უნდა გავაგრძელოთ, როგორც ეს შარშან დერბის წაგების შემდეგ გავაკეთეთ.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ რეალს 6 ქულით გაუსწრო და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ასევე შეგახსენებთ, დღევანდელ მატჩამდე, ბოლო 3 დაპირისპირება ბლანკოსს ჰქონდა მოგებული.
ასევე გეტყვით, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული გრანდი არ წააგებდა, ლა ლიგის რეკორდს გაიმეორებდა. საქმე წაუგებელ სერიას ეხება. რეალს ზედიზედ 42 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. რეკორდი კი(43) ბლაუგრანას ეკუთვნის, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.