„წლის საუკეთესო მებრძოლი თოფურიაა“ - ცნობილი სპორტსმენები ილიას გამარჯვებაზე
UFC-ის მებრძოლები და სხვა სპორტსმენები მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში ილია თოფურიას ნოკაუტით გამარჯვებას ეხმიანებიან:
ისლამ მახაჩევი: გილოცავ, ჩემპიონო, ეს საოცარი იყო. მაქს, თავი მაღლა აწიე, შენ ლეგენდა ხარ.
ჰენრი სეხუდო: მიეცით ილიას BMF-ის ქამარი. წლის საუკეთესო მებრძოლი თოფურიაა, და არა ალექს პერეირა.
კამარუ უსმანი: ეს მარცხენა ჰუკი სიგიჟე იყო. გილოცავ, ილია თოფურია!
ჯასტინ გეიჯი: ილიას ხელები ქვისაა! სასწაული ნოკაუტი!
ჯოშ ემეტი: სასწაული ბრძოლა იყო, გილოცავ, ჩემპიონო!
კარლოს ალკარასი: ილია თოფურია მხეცია!
რომან დოლიძე: მზად ვარ ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგის სახელის მისაღებად. ასევე ვულოცავ ილია თოფურიას, რომელმაც დაამტკიცა, რომ ის თავის ადგილზეა!
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში UFC 308-ზე გამართულ სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა.
აღსანიშნავია, რომ 32 წლის ჰოლოუეის კარიერაში ეს ნოკაუტით პირველი მარცხი იყო. ილიამ MMA-ში გამართული 16-ვე ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
მიმდინარეობს განახლება