ფლიკის მასტერკლასი - ბარსელონამ რეალი ბერნაბეუზე დააჩოქა
ლა ლიგის მორიგ ტურში ელ კლასიკო გაიმართა. გულშემატკივრებმა ბრწყინვალე დაპირისპირება იხილეს, რომელიც ბარსელონამ 4:0 მოიგო.
ჰანსი ფლიკის გუნდმა სამეფო კლუბი ბერნაბეუზე უშანსოდ დაამარცხა. მადრიდელები გერმანელი სპეციალისტის ტაქტიკის მსხვერპლები გახდნენ, რადგან გამუდმებით თამაშგარე მდგომარეობაში ხვდებოდნენ.
პირველ ტაიმში კილიან მბაპემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბარსელონა გააქტიურდა და 54-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა.
პოლონელმა თავდამსხმელმა ზუსტად 2 წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა. სამეფო კლუბი შეტევაში უფრო მეტად გადავიდა და უკან სივრცეები გაჩნდა. პოკერის შესრულების შანსი ჰქონდა ლევანდოვსკის, თუმცა ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.
77-ე წუთზე ლამინ იამალმა ანდრე ლუნინის კარი გახვრიტა, ხოლო 84-ე წუთზე საბოლოო წერტილი რაფინიამ დასვა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ რეალს 6 ქულით გაუსწრო და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. ასევე შეგახსენებთ, დღევანდელ მატჩამდე, ბოლო 3 დაპირისპირება ბლანკოსს ჰქონდა მოგებული.
ასევე გეტყვით, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული გრანდი არ წააგებდა, ლა ლიგის რეკორდს გაიმეორებდა. საქმე წაუგებელ სერიას ეხება. რეალს ზედიზედ 42 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული. რეკორდი კი(43) ბლაუგრანას ეკუთვნის, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.