„იმედგაცრუებული ვარ...“ - ზურიკო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი, რომლის დუბლის მიუხედავად „მწვანეები“ სტუმრად „ანჟერთან“ დამარცხდნენ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
Zuriko Davitashvili. ⭐️???????? pic.twitter.com/3d3djEbqBE
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) October 26, 2024
მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დავითაშვილმა განაცხადა, რომ გუნდის ინტერესები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და რომ „სენტ-ეტიენს“ მოსაგებად საკმარისი რაოდენობის მომენტები ჰქონდა.
რა თქვა ზურიკომ:
„იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ მატჩის მოსაგებად არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ასე ხდება ფეხბურთში. მომხდარიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ. ვფიქრობ, შემდეგ მატჩში უკეთესად ვითამაშებთ. მეტი თავდაჯერებულობა გვმართებს, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდის ინტერესები და 3 ქულა. რთულ სიტუაციაში ვართ, უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ქულები დავაგროვოთ“.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ზურიკო 5 გოლითა და 2 ასისტით ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
ამჟამად „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს დავითაშვილის გუნდი 3 ნოემბერს შინ „სტრასბურის“ წინააღმდეგ გამართავს.