ჯენოა, მარიო ბალოტელი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ბალოტელი ჯენოას ფეხბურთელია

2024 წლის პირველი ივლისის შემდეგ, მარიო ბალოტელი გუნდის გარეშე იყო დარჩენილი. მეტიც, იტალიელი თავდამსხმელი ერთი პერიოდი კარიერის დასრულებასაც ფიქრობდა, თუმცა ასე არ მოხდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ სუპერ მარიომ ჯენოასთან 2025 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის ბოლო კლუბი ადანა დემირსპორი იყო, სადაც 1 სეზონი გაატარა. სხვადასხვა დროს 34 წლის თავდამსხმელი ინტერში, მანჩესტერ სიტიში, მილანშ, ლივერპულში, ნიცაში, მარსელში, ბრეშაში, მონცაში და სიონში თამაშობდა.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ბალოტელიმ იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურდა და აქტიურად ვარჯიშობდა, თუმცა მას შეთავაზება სხვადასხვა ქვეყნების დაბალი დივიზიონის გუნდებიდან ჰქონდა, რასაც თავად ფეხბურთელი არ თანხმდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი საუკეთესოა, მას მარტო მე ვერ შევაჩერებ“ - კუნდე ვინისიუსზე
„ერთ-ერთი საუკეთესოა, მას მარტო მე ვერ შევაჩერებ“ - კუნდე ვინისიუსზე