ხვიჩა ცვლილებაზე შევიდა - ნაპოლიმ ლეჩეს მოუგო
სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ ლეჩეს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 72-ე წუთზე გაჩნდა და პარტენოპეიმ გოლი ზუსტად 1 წუთში გაიტანა. თავი ჯოვანი დი ლორენცომ გამოიჩინა.
კვარაცხელია მატჩში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ მის ქმედებებს ლეჩეს კართან ხიფათი არ მოყვა. მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა 6.3 შეფასება დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ნაპოლის 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. შემდეგ ტურში, პარტენოპეი მილანს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 29 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.