ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„მე ჩემპიონი ვარ, შენ პრეტენდენტი“ - თოფურია ჰოლოუეიმ გააბრაზა

დღეს, თბილისის დროით გვიან ღამით, ილია თოფურია UFC-ის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ბრძოლის დაწყებამდე, დუღილის ტემპერატურა მით უფრო იზრდება და მეტოქეები ერთმანეთის დაკნინებას არ ერიდებიან. ბოლო ასეთი შემთხვევაში კი ჰოლოუეის მხრიდან მოხდა, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ თოფურიას საბრძოლო IQ ძალიან დაბალი აქვს და შეეცდება ეს ყოველივე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბუნებრივია, „ელ მატადორმა“ მოწინააღმდეგეს მალევე უპასუხა.

რა თქვა თოფურიამ

მაქს ჰოლოუეიმ საბრძოლო IQ დამიწუნა? კარგი, მე ჩემპიონი ვარ, ის - პრეტენდენტი. მას შერეულ ორთაბრძოლებში შვიდი მარცხი აქვს, მე კი ჯერჯერობით არც ერთი. მაქს, ხომ ვერ მეტყვი, სად იყო შენი საბრძოლო IQ იმ შვიდ ბრძოლაში, რომლებშიც წააგე? მე გამარჯვებას ყოველთვის ვახერხებ, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ცნობისათვის, თოფურიამ ასევე განაცხადა, რომ ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ, რაშიც ეჭვი ერთი წუთითაც არ ეპარება, ის მზადაა სხვა წონით კატეგორიაში გადავიდეს და ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ | რა უთხრა ილიამ ჰოლოუეის ბოლო ფეისოფისას
„მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ | რა უთხრა ილიამ ჰოლოუეის ბოლო ფეისოფისას