ლიონელ მესი, საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

„მოდით სტადიონზე, თუნდაც მესის სანახავად“ - ატლანტას მწვრთნელი საპასუხო მატჩზე

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის პლეი ოფის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, „ატლანტას“ მომდევნო ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რაშიც საბა ლობჟანიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის. „იუნაიტედი“ რეგულარული გათამაშების საუკეთესო გუნდთან მხოლოდ 1:2 დამარცხდა და ერთადერთი ბურთი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

ლობჟანიძისა და მისი თანაგუნდელების დამრიგებელი რობ ვალენტინო მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე ასე თუ ისე, კმაყოფილი იყო და ჯორჯიის შტატის მაცხოვრებლებს მოუწოდა, 3 ნოემბერს, საპასუხო თამაშში ტრიბუნებზე მივიდნენ, თუნდაც ლიონელ მესის სანახავად და თავად იძლევა გარანტიას, რომ „ატალანტას“ ფეხბურთელები ისე ითამაშებენ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი აღარავის ემახსოვრება. რაც შეეხება ვალენტინოს ვიზავის, ტატა მარტინომ სინანულით აღნიშნა, რომ პირველ ნახევარში მის ფეხბურთელებს 5 რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და ისინი რომ გამოეყენებინათ, ორმატჩიანი დუელის ბედი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა.

ბუნებრივია, საბას გუნდი განსაკუთრებით სუარესი - მესის დუეტს უნდა უფრთხილდეს, რადგან ვეტერანი „ექს-ბარსელონელები“ მშვენიერ ფორმაში არიან. „ელ პისტოლერომ“ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, „ელ მონგოლიკომ“ კი როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ბოლო 3 მატჩში თავი, 6 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერსტაპენი იმუქრება - „ლუის ჰემილტონი ღმერთი არაა“
ფერსტაპენი იმუქრება - „ლუის ჰემილტონი ღმერთი არაა“