იანიკ სინერი, ენდი როდიკი
Aa
Aa

„3 დღეში ჩემი კარიერის შემოსავალი აიღო“ - როდიკი სინერზე

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 16-19 ოქტომბერს Six Kings Slam-ის საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც იტალიელი იანიკ სინერი გახდა და მან საპრიზო თანხის სახით 6 მილიონი დოლარი მიიღო. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, დანილ მედვედევი და ჰოლგერ რუნიე და ორგანიზატორებმა თითოეულს 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა წარსულში ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ენდი როდიკმა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

რას ამბობს როდიკი

წარმოიდგინეთ სინერმა სამი დღე ითამაშა და 6 მილიონი დოლარი მიიღო, ანუ იმის 25 პროცენტი, რაც მე მთელი კარიერის მანძილზე გამოვიმუშავე. ეს ნამდვილად არანორმალურია და არ ვიცი რა სიტყვები მოვუძებნო.

ეს ყველაფერი სრულიად არაბუნებრივი და უცნაურია. ეს რაღაც ჩოგბურთელების გამოფენა-შეკრებას ჰგავდა, თუმცა ლეივერის თასთან ახლოსაც ვერ მივა, რადგან იქ სპორტის ამ სახეობის ღირებულებები ყველაზე კარგად ჩანს.

ორგანიზატორებისაც კარგად მესმის - მათთვის უფრო ადვილია ერთ სინერს გადაუხადონ 6 მილიონი, ვიდრე ეს თანხა დიდი ტურნირის ჩასატარებლად, 120 სპორტსმენის შესაკრებად და მათი კვება-მგზავრობის დასაფინანსებლად გამოყონ.

ენდი როდიკისთვის კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა 2003 წელს ამერიკის ღია პირველობის მოგება გახლდათ. უიმბლდონზე ის სამჯერ, 2004, 2005 და 2009 წლებში გავიდა ფინალში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალურ ეტაპზე 4-ჯერ (2003, 2005, 2007, 2009) იყო მოხვედრილი, ხოლო როლან გაროსზე ამერიკელის საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი იყო, რასაც 2009 წელს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფორლანი ჩელენჯერზე ითამაშებს - ურუგვაელს პროფესიონალურ ჩოგბურთში დებიუტი ექნება
ფორლანი ჩელენჯერზე ითამაშებს - ურუგვაელს პროფესიონალურ ჩოგბურთში დებიუტი ექნება