უმარის ჩხუბი გადაიდო - ახალი თარიღი ცნობილია
უმარ ნურმაგომედოვისა და სონგ იადონგის ბრძოლა 14 დეკემბრის ნაცვლად, 18 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ თხოვნით დაღესტნელ მებრძოლს იადონგმა მიმართა, რომელმაც მოსამზადებელი პერიოდის დროს ტრავმა მიიღო და დეკემბრისთვის აღდგენას ვერ ასწრებდა. ნურმაგომედოვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანახმა არიან უმარმა აზიელ მოწინააღმდეგესთან იანვარში იჩხუბოს, ოღონდ იმ პირობით, თუ მანამდე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბს არ ჩაუნიშნავენ.
როგორც ჩანს, ნურმაგომედოვი ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში ქართველ „მანქანასთან“ დაპირისპირების საშუალება მიეცემა და მისი პერსონის წინა პლანზე წამოწევის მიზნით, თავად მერაბსაც უმარის თაობაზე საკმაოდ ხშირად და ბევრ შეკითხვას უსვამენ, რაზეც ქართველი მებრძოლი მაქსიმალურად ცდილობს დიპლომატიური პასუხები გასცეს.
ამგვარად, ნურმაგომედოვი-იადონგის ჩხუბი 18 იანვარს, UFC 311-ის ქარდზე შედგება. შეგახსენებთ, რომ უმარს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული თვრამეტი ბრძოლიდან თვრამეტივე მოგებული აქვს, ხოლო მისი მომავალი მეტოქე რეიტინგის მერვე ნომერია.