რობერტო მანჩინი
Aa
Aa

„არაბებს მუნდიალზე ვერ გავიყვანდი“ - მანჩინი წასვლის მიზეზებზე

რამდენიმე დღის წინ რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რამაც მსოფლიო სპორტულ პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ოთხი მატჩიდან იტალიელის ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო, რის გამოც მესამე პოზიციაზე იყო, მუნდიალის საგზურს კი პირდაპირ მხოლოდ პირველ და მეორე ადგილი იძლევა. თუ რა გახდა მისი წასვლის მიზეზი, ამაზე თავად მანჩინიმ საინტერესოდ ისაუბრა.

რას ამბობს მანჩინი

საუდის არაბეთში ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნაკრებს არ გააჩნია სათანადო გამოცდილება საიმისოდ, რომ გარკვეული სტილის ფეხბურთი ითამაშოს. ლეგიონერების შემოდინების გამო, ჩემპიონატში ადგილობრივ ფეხბურთელებს კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ფაქტიურად არ გააჩნიათ, ასეთ პირობებში კი მე ნამდვილად არ შემეძლო გარანტიების მიცემა, რომ მუნდიალის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებდით.

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მანჩინის ჩანაცვლების უმთავრეს კანდიდატად ერვე რენარი მიიჩნევა, რომელიც ამ გუნდს 2019-2023 წლებში უკვე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით არაბებმა 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ლიონელ მესის არგენტინის ეროვნული გუნდი სენსაციურად დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი 600 მატჩში - რონალდუს მორიგი რეკორდი
გოლი 600 მატჩში - რონალდუს მორიგი რეკორდი