საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

საბას გოლი მესის გუნდთან - ატლანტამ შანსი შეინარჩუნა

საბა ლობჟანიძე „ატლანტას“ შემადგენლობაში შედეგიან ასპარეზობას პლეი ოფშიც განაგრძობს. MLS Cup-ის პირველ რაუნდში „იუნაიტედი“ სტუმრად „ინტერ მაიამისთან“ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა და საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც მასპინძლები უკვე ქართველი ლეგიონერი და მისი თანაგუნდელები იქნებიან, მომდევნო ეტაპზე გასვლის საკმაოდ წონადი შანსები შეინარჩუნა.

ფლორიდაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლუის სუარესმა ჟორდი ალბას და დავიდ გომესის მიერ გათამაშებული კომბინაცია გატანილი გოლით დააგვირგვინა, თუმცა შესვენებაზე მაიამელები გამარჯვებულები მაინც ვერ გავიდნენ, რაშიც მთავარი როლი ლობჟანიძეს მიუძღვის - ქართველი ნახევარმცველი ერთ ეპიზოდში მეტოქის საჯარიმოში კარგად გაიხსნა და პედრო ამადორის გამოზომილი პასის შემდეგ მარცხენა ფეხით შესრულებული უზუსტესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. „ინტერ მაიამიმ“ საბოლოოდ ალბას გოლით მოიგო, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით აიღო ატლანტელების კარი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ატლანტაში 3 ნოემბერს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობაც იქ გაირკვევა. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გიჟური მოტივაცია გვაქვს“ - ლობჟანიძე ორლანდოს დამარცხების შემდეგ
“გიჟური მოტივაცია გვაქვს“ - ლობჟანიძე ორლანდოს დამარცხების შემდეგ