საქართველო - ირლანდია 0:6 | ფოტოკოლაჟი
Aa
Aa

საქართველო - ირლანდია 0:6 | ფოტოკოლაჟი

აქართველოს ქალთა ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა. ირის ანტმანტის გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიას დაუპირისპირდა და 0:6 განადგურდა.

მატჩში ანგარიში პირველ ტაიმის 37-ე წუთზე გაიხსნა. თათია გაბუნიას კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ქეითი მაკკეიბმა გამოიყენა და ირლანდია დააწინაურა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 5 გოლი გაიტანეს.

59-ე წუთზე, კაირა კარუსამ ქუსლით ლამაზი ბურთი შეაგდო. 67-ე წითზე, მაკკეიბმა ბრწყინვალე გასროლით ირლანდიელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა. 82-ე წუთზე, თავი ჯესიკა სტეიპლტონმა გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე და მეთერთმეტე წუთებზე კი შევა და მენიონი გამოირჩნენ.

გიორგი ჯიქიას ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები