გაფართოებული 36-კაციანი შემადგენლობა - ბორჯღალოსნები მზადებას იწყებენ
ნოემბრის სამი ტესტ-მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის განკარგულებაში 21 შერკინების და 15 ხაზის მოთამაშე იქნება. აქედან ხუთ მორაგბეს, ნიკოლოზ სუთიძეს, დემურ ეფრემიძეს, გიორგი შველიძეს, ამირან შვანგირაძესა და დაჩი პაპუნაშვილს ბორჯღალოსნების რიგებში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.
მსოფლიო რაგბის რეგულაციების გათვალისწინებით, მომავალი ტესტ-მატჩებისთვის მოსამზადებლად თითოეულ გუნდს წინასწარი 3-დღიანი მოსამზადებელი პერიოდი ეძლევა და ამ ფანჯარას ბუნებრივია კოკერილიც იყენებს - კვირას, 27 ოქტომბერს, მისი ხელმძღვანელობით მორაგბეები პარიზში შეკრიბებიან და რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებენ, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკური სქემების დამუშავებას მოხმარდება. ამის შემდეგ ნაკრების წევრები ისევ კლუბებს დაუბრუნდებიან და უკვე ახალი ზელანდიის „მაორებთან“ მატჩამდე ერთი კვირით ადრე, სანაკრებო შეკრება მონპელიეში დაიწყება.
განაცხადში მყოფი 36 მორაგბიდან 23 ლეგიონერია, აქედან 22 მათგანი საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო სანდრო მამამთავრიშვილის სახით, რომელიც „პენზას“ ღირსებას იცავს, რუსეთის ჩემპიონატიდან ერთადერთი მორაგბეა გამოძახებული, ნაკრების დანარჩენი 13 წევრი კი „შავი ლომის“ ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომის პირველ ტესტ-მატჩში ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის მაორებს დაუპირისპირდებიან, რასაც 17 ნოემბერს გენუაში იტალიის ნაკრებთან თამაში მოყვება. ნოემბრის ტესტებს კი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 24 ნოემბერს, ტონგის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაასრულებენ.
 
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15 კეპი), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6); ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი); ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5); ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 3);
 
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5); თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145); გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), გიორგი შველიძე (ბრივი); სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი); დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32, 68), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 1).