„აჩვენე მსოფლიოს, რომ საუკეთესო ხარ“ - ქინქლაძე თოფურიას მიმართავს
საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ეხმიანება აბუ-დაბიში დაგეგმილ UFC-ის საჩემპიონო ბრძოლას, რომელშიც მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში საჩემპიონო ქამარს პირველად ილია თოფურია დაიცავს, და ქართველ მებრძოლს წარმატებებს უსურვებს.
რას წერს ქინქლაძე:
„დიდი ჩემპიონის გზა თავგანწირვასა და უდრეკ რწმენაზე გადის. ილია, შენთან მხოლოდ შენი ოჯახისა და გუნდის ფიქრი არაა, შენთან მთელი ქვეყნის და თითოეული ადამიანის ფიქრია, ვისაც შრომისა და თავდადების სჯერა. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, შენ ოქტაგონში შეხვალ და დარწმუნებული იქნები, რომ თითოეული ჩვენგანი შენს გვერდით დგას. ეს შენი დროა, აჩვენე მსოფლიოს, რომ საუკეთესო ხარ. წინ ჩემპიონო!“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ილია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ილიასა და მაქსის ჩხუბი კი 27-ში, თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება.