სვენ ულრაიხი
Aa
Aa

კონფლიქტი ფლიკის ასისტენტთან - ულრაიხს სასჯელი ემუქრება

„ბარსელონა“ – „ბაიერნის“ (4:1) მატჩის შესვენების დროს, სერიოზულ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომელიც მხოლოდ მატჩიდან რამდენიმე დღეში გახმაურდა. DAZN-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ სათადარიგო მეკარე სვენ ულრაიხი „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელის, ჰანს დიტერ ფლიკის ასისტენტს მარკუს ზორგს დაუპირისპირდა და იქ მყოფებს სიტუაცია დროზე რომ არ განემუხტათ, კონფლიქტი სერიოზულ სახეს მიიღებდა.

მომხდართან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები მაშინვე საქმის კურსში არ იყვნენ, თორემ მატჩის შემდგომ პრეს კონფერენციაზე როგორც ფლიკს, ასევე ვენსან კომპანის ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვებს აუცილებლად დაუსვამდნენ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ულრაიხი სკანდალში ეხვევა - ოქტომბრის დასაწყისში მან „ლევერკუზენის“ სპორტულ დირექტორს სიმონ როლფესს მათხოვარი უწოდა, რის გამოც ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. რამდენად მძიმე იქნება უეფას სასჯელი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ რაფინიას ჰეთ-თრიკითა და რობერტ ლევანდოვსკის გოლით „ბარსამ“ „ბაიერნი“ 4:1 დაამარცხა და სტუმართა მხრიდან პრესტიჟის ბურთი ჰარი კეინმა გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში 7 ნოემბერს, მიუნხენელები „ბენფიკას“ უმასპინძლებენ, კატალონიელები კი სტუმრად „ცრვენა ზვეზდასთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკის გუნდი დაფრინავს: 9 წლის შემდეგ - ბარსამ ბაიერნი დაამარცხა
ფლიკის გუნდი დაფრინავს: 9 წლის შემდეგ - ბარსამ ბაიერნი დაამარცხა