0:6 | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა. ირის ანტმანტის გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიას დაუპირისპირდა და 0:6 განადგურდა.
მატჩში ანგარიში პირველ ტაიმის 37-ე წუთზე გაიხსნა. თათია გაბუნიას კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ქეითი მაკკეიბმა გამოიყენა და ირლანდია დააწინაურა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 5 გოლი გაიტანეს.
59-ე წუთზე, კაირა კარუსამ ქუსლით ლამაზი ბურთი შეაგდო. 67-ე წითზე, მაკკეიბმა ბრწყინვალე გასროლით ირლანდიელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა. 82-ე წუთზე, თავი ჯესიკა სტეიპლტონმა გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე და მეთერთმეტე წუთებზე კი შევა და მენიონი გამოირჩნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).