მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ქართველები მეომარი ხალხი ვართ“ | მერაბს საქართველოზე ჰკითხეს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. „მანქანას“ ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოზე დაუსვეს და დაინტერესდნენ, რა აქვს საქართველოს განსაკუთრებული, რაც ორი ჩემპიონის აღზრდაში დაეხმარა.

„ქართველები მეომარი ხალხი ვართ. პატარა ქვეყანა გვაქვს და ოჯახსა და სამშობლოს ყოველთვის ვიცავდით. ლამაზი ქვეყანა გვაქვს და მტრები ყოველთვის თავს გვეხსმოდნენ. რელიგიის შესანარჩუნებლად გაუჩერებლად ვიბრძოდით და დღემდე გვაქვს ჩვენი რელიგია, დროშა, ანბანი, ენა და ტრადიციები.

ძლიერი და მეომარი ხალხი ვართ და ვფიქრობ, სწორედ ესაა, რაც დაგვეხმარა. ილია ნიჭიერია და ყველა კომპონენტში ძლიერი და ძალიან ჭკვიანია, მაგრამ მე უბრალო ბიჭი ვარ, რომელსაც ქართული მენტალიტეტი აქვს და თავდაუზოგავად შრომობს. სულ ესაა“.

როგორც მოგეხსენებათ, მერაბი აბუ-დაბიში იმყოფება და UFC 308-ს დაესწრება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ჩხუბია. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და ბუკმეკერები მას ფავორიტად თვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ | რა უთხრა ილიამ ჰოლოუეის ბოლო ფეისოფისას
„მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ | რა უთხრა ილიამ ჰოლოუეის ბოლო ფეისოფისას